დღეს გადავწყვიტე ფეხით გადავსულიყავი პარკში და ასეც მოვიქეცი 6:45 სთ-ზე წავედი;
ძალიან მომწონს ეს დილის 1 საათიანი სიარული. პარკი ერთი დიდი ოჯახივითაა; ყველა ყველას სცნობს, შენც გცნობენ, გცნობენ რომ ახალი ხარ და ალბათ ეჭვის თვალითაც გიყურებენ, რამდენად სტაბილური იქნები...
ერთი შემოვლა 1000 ნაბიჯზე მეტია (დაახლოებით); ორი შემოვლის შემდეგაც ვერ ვიგრძენი რომ შესაძლო იყო ოფლი წამომსვლოდა; აი როგორი განცდაა რაა, მოძრაობ, მოძრაობ და ელოდები... როგორც ორგაზმს, ისე ელოდები...ჰაა წამოვიდათუ არა?! მოაქვს?! უკვირდები შენს ორგანიზმს, მაგრამ რად გინდა ...
მოძრაობაშივე აღმოვაჩინე ოფლის გამოდევნის საიდუმლო, მივხვდი რომ ხელებიც უნდა მემოძრავებინა, ჰოოდა სპორტსმენებივით ოდნავ მოვხარე იდაყვში, მუშტები შევკარი და ნაბიჯს ავუჩქრე, თან ხელებს ვიქნევდი, მხრებსაც რომ გადასდებოდათ მოძრაობა.. მესამე წრეზე დაიწყო!!! მაგარი განცდა :)
სრულ 1 საათში 7 000 ნაბიჯზე მეტი გავიარე + სახლამდე მანძილიც და 8000 ნაბიჯი (ცოტა მეტიც); მე კმაყოფილი ვარ - წესით 10 000 ნაბიჯი არის ჩემი დღიური გეგმა, თუ ჩემს ტელეფონის აპლიკაციას დავუჯერებთ;
თან ეს ჰაერზე სიარული ძალიან მსიამოვნებს დილაობით; სახლში რომ მოვედი - ჩემს თავს ვუთხარი - გინდა კეფირი? და ჩემმა შინაგანმა ხმამ მიპასუხა - მიალაგე ნივთები, დარეცხე ჭურჭელი, მერე აბაზანა, ამასობაში 1 საათიც გავა და შენ მიიღებ შენს კუთვნილ კეფირს! :D მოდი და ნუ დაუჯერებ.
დილიდნვე ისეთ ენერგიაზე ვიყავი, რომ ჩემ მეორე გეგმაზე დავიწყე ზრუნვა. აღვიკაზმეთ მე და ნიკოლა და გადავწყვიტეთ ღებვა დაგვეწყო, მაგრამ ამისთვის საჭირო იყო ნიკოლოზის განწყობა :)
-დეე, დღეს ერთი დიდი გეგმა გვაქვს, აბა თუ გამოიცნობ? მინიშნებას გეტყვი - ტომ სოიერიც აკეთებდა..
-დედა, ტომ სოიერი სხვებს აკეთებინებდა. უნდა შევღებოთ?! - უცებვე მიპასუხა თან როგორც იცის დარწმუნებული სახით;
ვიყიდეთ 3 ლ-ით საღებავი, პატარა "კატოკი" და ფუნჯი ვითხოვეთ და დავიწყეთ;
მალე დამხმარე ძალა შემოგვიერთდა კოკას სახით; და აგრეთვე დამხმარე ტექნიკა დუპას სამეგობროსგან;
შედეგად 6 პალეტი-პადონი შეღებილია;

პ.ს. მართალია არის ადგილები სადაც კიდევ დასჭირდება საღებავის გადასმა, მაგრამ პირველი ეტაპისთვის საკმარისია;
გამოვიყენეთ:
1 ფუნჯი,
1 "კატოკი"
2 ცალი - 3 ლიტრიანი თეთრი საღებავი,
კომპრესორი
1 ლ ბენზინი
1 ნესვი
და გულშემატკივართა დარიგებები და რჩევები,
ვუპასუხეთ ცნობისმოყვარეთა შეკითხვებს :)