ბევრის საქმის მიუხედავად, მაინც დავრეკე პადონებზე (პალეტი) და შევხვდი. 6 ცალი პადონი ვიყიდე, დატვირთვისას იყო დიალოგები - "მგონი სულ ტყუილად მაწვალებ" - ჩემი ქმარი; "მეც დავიწყე და ისეთი გამოვიდა მამაჩემი მეც მაგდებდა იმასთან ერთად" - დამხმარე ბიჭი :D
მიუხედავად ამისა მე მაინც დავიწყე;
(ვიწყებ შეღებვით - ფერი თეთრი ან რუხი... ვიფიქტრებ)
თუმცა დღე დაიწყო დილის ვარჯიშით; ჩემი სავარჯიშო ადგილი - ქალაქის პარკია, თამუნა, ნინო და მე ვართ მეგზურები :) და კიდევ ჰანიც - მათი ცელქი ლაბრადორი;
მიუხედავად ამისა მე მაინც დავიწყე;
(ვიწყებ შეღებვით - ფერი თეთრი ან რუხი... ვიფიქტრებ)
თუმცა დღე დაიწყო დილის ვარჯიშით; ჩემი სავარჯიშო ადგილი - ქალაქის პარკია, თამუნა, ნინო და მე ვართ მეგზურები :) და კიდევ ჰანიც - მათი ცელქი ლაბრადორი;
ფილმი ხომ გახსოვთ "მარტო სახლში", მანდ რომ ქალია - მტრედებს რომ აპურებს და უამრავი მტრედი გარს რომ ახვევია, ასეა თამუნა - ჯიბეში აქვს პედიგრი, პატარა ცელოფნით პურები და პარკის ძაღლები სიხარულით ეგებებიან. თამუნას ფავორიტიც ჰყავს - დედა ძაღლი, თვითონვე რომ ამოუთხრია ლეკვებისთვის მიწაში ბუნაგი და ცოტა ძუძუები რომ სტკივა, პედიგრი - მისია :)
კვება - რაციონიდან ამოვიღე პური, ნამცხვრები ხაჭაპურები, ორცხობილები, ვაფლები, პეჩენიები.. ყავაში მხოლოდ 1 კოვზი შაქარი ჩავიყარე (4 კოვზის შემდეგ არც ისე იოლია :/)
თეას რჩევები, რომლებიც ძალიან მომეწონა - ვარჯიშზე მითხრა -არ ირბინო, იარე, არ შეიძულო ვარჯიში - გესიამოვნოსო; მთავარია გეცვეს მკლავიანი და ზემოდან "პლაშოვკა" - ოფლი უნდა გამოვიდეს...
და დიეტაზეც მითხრა - არ დაიტანჯო თავიო... ვნახოთ აბა რა გამოვა...
Комментариев нет on "დღე 1