ერთხელ ფილმი ვნახე - "ჯული და ჯულია". ეს არის ფილმი გოგოზე, რომელიც 1 წლის მანძილზე ამზადებს კერძებს გასულ წლებში დაწერილი რეცეპტების წიგნის მიხედვით... ხო, საოცარი არაფერი, მაგრამ ფილმში არის მომენტი, როცა გოგონა დედას ესაუბრება თავის გადაწყვეტილებაზე და უხსნის რომ მას სჭირდება ისწავლოს მიზნების დასახვა და მოკლე ვადიანი გეგმების განხორციელება, რომ ეს მას სხვა საქმეებშიც სასარგებლოდ წაადგება... ფილმში კიდევ მრავალი ყურადსაღები მოვლენაა განვითარებული, მაგრამ ამ მომენტმა ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.
მიჭირს გარკვეულ გეგმას მივდიო, ან თუნდაც ორგანიზებულად დავგეგმო სხვადასხვა საქმეები. ამის პრობლემა განსაკუთრებით მაშინ მექმნება, თუ რამდენიმე საქმეზე ერთად უნდა ვკონცენტრირდე; მაგალითად - ორშაბათს ვატარებ გაკვეთილებს, მაქვს კონსულტაცია მასწავლებელთან, საღამოს რამდენიმე მასწავლებელს კიდევ უნდა დავურეკო მორიგი კონსულტაციების დასაგეგმად, აგრეთვე გაკვეთილებია მეორე დღისთვის დასაგეგმი, სახლში მოსულს გხვდება სადილი გასამზადებელი (შენთვის და სამი კაცისთვის) და სახლიც მისალაგებელი. ამას დავუმატოთ ელ. ბაზების მოწესრიგება, მასალების ატვირთვა, რეპორტების დაწერა და შაბათ-კვირის ტრენინგები, და ხან კიდევ სხვა საქმეებიც...
მოკლედ, კრიტიკულ წუთებამდე მიმყავს საქმე და მერე მეხსნება აზროვნება... თუმცა დრო ყოველთვის არასაკმარისია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ხარისხზე :/
და კიდევ უფრო მოკლედ - შემაწუხა ამ შეძნილმა უნარ-ჩვევამ...
ჰოოდა გადავწყვიტე აგვისტოში ორი (სამი) მოკლე და მარტივი გეგმა გავახორციელო.
აქ იმიტმ ვწერ, რომ არ მინდა მერე ჩემს თავს ვუღალატო და თუ დავაპირე იქნებ ჩემი ნაწერის შემრცხვეს.
გეგმა N1 - პალეტებით უნდა გავაკეთო სავარძელი
გეგმა N2 - უნდა დავიკლო წონაში;
გეგმა N1 - თვის მინდა პალეტები, ღრუბელი, ნაჭერი, საღებავი, ბალიშები და ენთუზიაზმი.
გეგმა N2 - უფრო მტკივნეულია, მის გასახორციელებლად ხვალიდან ვიწყებ სირბილს, ვარჯიშს და დიეტას.
Комментариев нет on ""ჯული და ჯულია" - როგორც შთამაგონებელი